ჩვენს შესახებ

Global Education-ი წარმოადგენს საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც დაარსდა თბილისში 2013 წელს. ჩვენ ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს გახდნენ სტუდენტი, გამოცდის გარეშე და მარტივი პროცედურით სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში დაიწყონ. ვითვალისწინებთ სტუდენტების სურვილსაც და მათ სამშობლოში სამი თვის შემდეგ ვაძლევთ საშუალებას დაბრუნდნენ, სწავლის გასაგრძელებლად. ჩვენი სერვისები მაქსიმალურად ახალგაზრდების წარმატებაზეა მორგებული, სწავლის პარალელურად შემოსავლის მოძიების შანსსაც ვაძლევთ. ვურჩევთ სპეციალურად მის გრაფიკზე მორგებულ სამსახურს, რათა უშუალოდ სემესტრის მიმდინარეობის პროცესში ხელის შეშლა არ მოხდეს.
2013 წლიდან ჩვენ 1000-ზე მეტ ახალგაზრდას მივეცით შანსი ფეხი აეწყოთ ევროპული ცხოვრებისთვის და ხარიხსიანი განათლება მიეღოთ. სტუდენტთა ნაწილმა სამშობლოში გააგრძელა სწავლა და უკვე დიპლომიც მათ ხელშია. ჩვენს საიტზე შეგიძლიათ მათ ისტორიები წაიკითხოთ.
Global Education-ი აქტიურ კონტაქტს ამყარებს უცხოურ უნივერსიტეტებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის, პოლონეთისა და სასომხეთის უმაღლეს სასწავლებლებთან. მუდმივი მოლაპარაკების შედეგად, დროთა განმავლობაში დაემატება ფაკულტეტები, რათა სტუდენტს ფართო არჩევანის გაკეთება შეეძლოს. ამჟამად 25 ფაკულტეტზეა სწავლა შესაძლებელი, როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე.