სერვისები

ჩააბარე საქართველოში ეროვნულების გარეშე

აბიტურიენტების უმრავლესობა ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებას საკმაოდ მძაფრად განიცდის. რაღაც ნაწილი გამოცდებში სასურველ შედეგს ვერ იღებს და ფიქრობს რომ საჭიროა, კიდევ ერთი წელი სხვადასხვა რეპეტიტორთან მომზადება. Global Education-ი ასეთ აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, გახდნენ სტუდენტები და ჩააბარონ საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში, გამოცდების გარეშე.
ჩვენი დახმარებით აბიტურიენტი აბარებს ევროპის აკრედიტირებულ უნივერსიტეტში, მისაღები გამოცდების გარეშე. იქ სამი თვის განმავლობაში სწავლის შემდეგ, შესაძლებლობა აქვს საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტი აირჩიოს და დაბრუნდეს სამშობლოში.
საქართველოში უნივერსიტეტებში გადმოსვლა და სწავლის გაგრძელებაც ხდება ყოველგვარი გამოცდის გარეშე. სტუდენტმა მხოლოდ უნდა აირჩიოს სასურველი ფაკულტეტი, რაზეც სურს ისწავლოს.
Global Education-ის დახმარებით აბიტურიენტები თავს მშვიადდ გრძნობენ. ისინი აღარ ფიქრობენ ეროვნულების წარმატებით ჩაბარებაზე, რადგან შესაძლებლობა აქვთ უცხოეთში დაიწყონ სწავლა და შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში.

დაიწყე სწავლა უცხოეთში გამოცდების გარეშე

თუ აბიტურიენტი ხარ და სწავლის დაწყება გინდა უცხოეთში, ყოველგვარი გამოცდის გარეშე, Global Education-ი ამაში დაგეხმარება. ევროპაში სწავლის დაწყება რთული პროცესია, მოითხოვს საკმაოდ ბევრი საბუთის მოგროვებასა და სხვადასხვა გამოცდის ჩაბარებას. ჩვენი დახმარებით ეს პროცედურა სამკაოდ გაგიმარტივდებათ.
საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭიროა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული ზღვარის გადალახვა, რის შემდეგაც საშუალება გვაქვს მოვხვდეთ მხოლოდ ქართულ უმაღლესებში.
Global Education–ი აბიტურიენტს გაუშვებს უცხოეთში, კერძოდ უკრაინის, პოლონეთისა და სასომხეთის აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში გამოცდების გარეშე. ჩვენ გთავაზობთ ფაკულტეტების ფართო არჩევანს, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ამავდროულად ვუზრუნველყოფთ თქვენს დასაქმებას იმ ქვეყანაში, სადაც სტუდენტობა მოგიწევთ გაატაროთ.
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი მიხვდა რომ სამშობლოში ურჩევნია დაბრუნება და სწავლის გაგრძელება, სამი თვის შემდეგ მას აქვს შანსი დაბრუნდეს და ისწავლოს ნებისმიერ ქართულ უნივერსიტეტში.
ჩვენ უკვე სწავლა ბევრ ახალგაზრდას დავაწყებინეთ უცხოეთში, ზოგი მათგანი სამშობლოში დაბრუნა, ზოგი კი იქ აგრძელებს მოღვაწეობას.

ისწავლე და იმუშავე უცხოეთში

უცხოეთში სწავლა, მოითხოვს ბევრ ხარჯებს, სტუდენტისთვის კი იქ მასზე მორგებული სამსახურის შოვნა რთული პროცესია. Global Education-ი კი გაძლევთ უნიკალურ საშუალებას, სწავლასთან ერთად დასაქმდეთ უცხოეთში.
გამოცდის გარეშე აბიტურიენტი ხდება სტუდენტი, პოლონეთის, უკრაინისა და სასომხეთის უნივერსიტეტებში. ჩვენი დახმარებით იქ იწყებს სწავლასა და მუშაობს.
მნიშვნელოვანია სტუდენტმა თავი დამოუკიდებლად და საკუთარ თავში დარწმუნებულად იგრძნოს, მით უმეტეს როცა ის უცხო ქვეყანაშია. სამსახური და პირადი შემოსავალი ეხმარება მოტივაციაში.
თქვენ არ მოგიწევთ ზედმეტ პრობლემებზე ფიქრი, ჩვენ გთავაზობთ ქვეყნებს სადაც შეგეძლებათ გახდეთ სტუდენტი, მისაღები გამოცდების გარეშე და დაიწყოთ სამსახური. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ სწავლის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნება და ქართულ უნივერსიტეტში ჩარიცხვაც შესაძლებელია.
ჩვენ უკვე ბევრ ახალგაზრდას დავეხმარეთ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მათ ისტორიასაც გაეცნოთ. ჩვენი მთავარი პლუსი ის გამოცდილებაა რაც ამ პერიოდის განმავლობაში დავაგროვეთ.